ბოლო ამბები
12/02/2025

თუ ჭკუას არ მოუხმობთ,ხალხი თავის ნაცებიან სტატუსიანად ყოფას გიტირებთ! თავისუფლება ლაშა შარუხიას – ნინო რატიშვილი

გაზიარება

“ქოცნებ” – ხელისუფლებავ, მარაზმში გადადიხარ! დაგავიწყდათ, რომ სწორედ ასე იწყებდა სააკაშვილიც”– წერს “ობიექტივი”-ს ჟურნალისტი და წამყვანი ნინო რატიშვილი, რომელიც ეხმიანება “ალტ-ინფო”-ს მხარდამჭერ ლაშა შარუხიას დაკავებას.

“ნუ გაქვთ ლაჯებში ამოდებული ქართული მართლმსაჯულება! ამით თავს ვერ გადაირჩენთ, პირიქით, ეს დაგღუპავთ!

რით განსხვავდებით “კაროჟნა” ზურაბიშვილისგან? – დიდად არაფრით!

არც ის არის ქართველი ხალხის უმრავლესობის, ანუ ჩვენი პრეზიდენტი და, სამწუხაროდ, არც თქვენ ხართ ჩვენი ხელისუფლება… კიდევ გაქვთ ცოტა დრო დარჩენილი, თუ ჭკუას არ მოუხმობთ და საქართველოსა და ჩვენ – ხალხს არ დაგვეყრდნობით, ოფიციალური დასალეთი თავის ნაცებიან-სტატუსიანად,
ყოფას გიტირებთ…

თქვენ კი ხართ ღირსები და თავში ქვაც გიხლიათ, მაგრამ მე ჩემს სამშობლოზე ვნერვიულობ და ვდარდობ… მოკლედ, არჩევანი თქვეზეა… თუ არა და, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, ეგეთები გამოგვივლია და თქვენნაირები მოგვინელებია…

P.S.- “ქოცნება” სულ გამოშტერდი… ძალიან კარგი, ბიჭებიც რომ არ დაიჭირეთ, მაგრამ, ასეთი პრიმიტიული თვითლუსტრაცია, შერჩევითი, ორმაგი სამართალი, შერჩევითი, ორმაგი მართლმსაჯულება! კიდევ კარგი, თემიდას თვალები აქვს ახვეული!

ესეიგი რა გამოდის? – კალьაძე მერიის შენობაზე აღმართულ ევროკავშირის დროშას პირად საკუთრებად არ მიიჩნევს, მცხეთის გამგებელი კი თავს იკლავს – ეს დროშა ჩემი პირადი საკუთრებაა, ჩემი ფულით მაქვს ნაყიდიო?!

ფრუნზიკ მიკირტიჩიანი მახსენდება მიმინოდან – ვაახ, ეს ინჩ მაზალო… რა ვქნა – ვიტირო, ვიცინო… თავისუფლება ლაშას! და არა მხოლოდ ლაშას”- წერს ნინო რატიშვილი.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის შემდეგ მოქალაქე ლაშა შარუხია დააკავეს, მას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით  3-დან 5 წლამდე.

სხვა ამბების წაკითხვა