ბოლო ამბები
17/09/2024

გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი! თავის ტვინში მოულოდნელად აღმოჩენილი ანევრიზმა დამარცხებულია – ია თინიკაშვილი

გაზიარება

“გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი! თავის ტვინში მოულოდნელად აღმოჩენილი ანევრიზმა დამარცხებულია”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ია თინიკაშვილი.

“სტრესი, ტკივილი და გაუძლებლის გაძლება, ჩემი უახლოესი ადამიანების, თითოეული თქვენგანის მხრიდან თანადგომის და გამხნევების შედეგად შევძელი. უდიდესი მადლობა თქვენ, უდიდესი მადლობა იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მუდმივად მეკონტაქტებოდნენ და ზრუნავდნენ ამ პატარა ,,ნაღმის” დროულად გაუვნებელყოფაზე.

(მადლობა სახელმწიფო უწყებებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო ჰოსპიტალი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია  იმისთვისაც, რომ მათი ხელშეწყობით გადარჩენილი არაერთი ჩვენი მოქალაქე ვნახე აქ).

მადლობა ქართველ ექიმებს სწორად დასმული დიაგნოზისთვის და მადლობა თურქეთის

Bahçeşehir Üniversite Hastanesi Medical Park Göztepe-ის ნეიროქირურგიისა და რადიოლოგიის დეპარტამენტს უდიდესი პროფესიონალიზმისთვის და ოპერაციის მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევის პროფესიონალურად მართვისთვის. მადლობა ,,მედიქალპარკის” რეანიმაციული დეპარტამენტის იმ ახალგაზრდა ექიმს, ენის ბარიერის მიუხედავად რომ მამხნევებდა და გვერდიდან არ მომცილებია 

და, ბუნებრივია, უდიდესი მადლობა ჩემს ძალიან კარგ შვილს – ბექას და ჩემს უკარგეს მეგობარ ნატა კოპაძეს, რომ ამ დღეების სირთულე ორივემ ჩემთან ერთად გადაიტანა ასე ვაჟკაცურად.

დღეს დავტოვებ სტამბოლს და შინ ჩემი მთავარი თერაპია, ჩემი შვილიშვილები – პეტრე და კირა მელიან.

დარწმუნებული ვარ, ამგვარივე წარმატებული შედეგით დავბრუნდები სტამბოლიდან 6 თვეში დაგეგმილი საკონტროლო კვლევებიდანაც.”- წერს ია თინიკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა