ვირთხები სუპერმარკეტ “ნიკორა”-ს ერთ-ერთ საწყობში (ვიდეო)

260
ნახვა/წაკითხვა

ჟურნალისტი ნათია ბერიძე ავრცელებს ვიდეოს. მისი ცნობით, კადრები გადაღებულია სუპერმარკეტ ნიკორას საწყობში, სადაც ვირთხები პროდუქტებზე დარბიან.

“რამდენიმე დღის წინ დავდე ნიკორა სუპერმარკეტზე პოსტი, სადაც ვწერდი რომ ვირთხები დარბიან და ვადებსაც ცვლიან. ახლა კონკრეტული ფილიალის საწყობიდან გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ჩანს უზარმაზარი ვირთხები როგორ დარბიან საკვებ პროდუქტებზე. ამ ვირთხებით სავსე საწყობში, აიძულებენ თანამშრომლებს, რომ შესვენების დროს იქ დასხდნენ და ჭამონ. ამას მერე ალაგებინებენ, ცურცლებისგან აწმენდინებენ ბავშვებს და ჩვენ გვასაღებენ. ვარ პასუხისმგებელი ჩემს სიტყვებზე! ჩუმად როდემდე იქნებით ვნახოთ! გთხოვთ გააზიაროთ”– წერს ნათია ბერიძე.