ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია – კახა კალაძე

დეკ27,2023
გაზიარება

ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„2011 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი, დაფუძნების პირველივე დღიდან, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იმ დღიდან ვარ ამ გუნდის წევრი და უამრავი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად, უამრავი წარმატება. ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

რა თქმა უნდა, ამას ხედავენ ისინიც, თავიანთი კვლევები, რომლებსაც ატარებენ და აქვეყნებენ თავიანთი ტელევიზიებით, იქაც ნათლად ჩანს, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს, ერთად გადაზელილს არანაირი შანსი არ აქვს დღევანდელ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხალხი ჯერ კიდევ ხედავს იმას, რომ არსებობს საფრთხეები, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში, რა ხდება მსოფლიოში. რა გვინდა ჩვენ? ძალიან მარტივი რამ, გვინდა მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა