ბოლო ამბები
08/11/2024

ხომ მაქვს უფლება აზრი გამაჩნდეს? ჰოდა, დათო გორგილაძის “აუტანელი სიმსუბუქის” დახურვამ ძალიან დამწყვიტა გული

გაზიარება

კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის გამოხმაურება საზ.მაუწყებელზე გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” დახურვასთან დაკავშირებით:

“ხომ მაქვს უფლება აზრი გამაჩნდეს? მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი…
ჰოდა, დათო გორგილაძის “აუტანელი სიმსუბუქის” დახურვამ ძალიან დამწყვიტა გული…

მე სულ სულ პირველი სტუმარი ვიყავი და მაქვს სუბიექტური დამოკიდებულებაც, თავად დათო მიყვარს, თეკლა ძალიან ძვირფასია (რეჟისორი) და მთელი გუნდი, ვინც გადაცემაზე მუშაობდა, მაგრამ შორი პლანიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ველოდებოდი მის საუბარს ყოველ ახალ რესპონდენტთან და ძალიან მსიამოვნებდა თითოეული გადაცემის ნახვა.

რამდენიმეზე სრულიად გავგიჟდი, მათ შორის ჩემს მეგობრებთან ინტერვიუებზე, როცა კიდევ უფრო მეტი გავიგე, ან მეტად გავუგე ასეთ ახლო ადამიანებს!

მოკლედ, ამ პროექტმა გაამართლა და თუ რეიტინგი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე მაგალითად გია ჯაჯანიძის გადაცემას, ან ოდესღაც მაიას “პროფილს”, ეგ ჩემთვის არაფერს ცვლის. ცხადია, ბეთჰოვენზე მეტი მსმენელი ბრიტნი სპირსს ჰყავს და მერე?
მეტი არაფერი!”- წერს ნიკოლოზ რაჭველი.

სხვა ამბების წაკითხვა