ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ის პარტიის დღევანდელ ყრილობაზე გამოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მისი ინიციატივით მოხდა.
„ზუსტად 3 წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, 3 წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს