ბოლო ამბები
16/09/2024

მე-8 დღეა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

გაზიარება

უკვე მე-8 დღეა, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. კობა კახიანი ისნიდან,  სახლიდან 25 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

სათვალთვალო კამერებში ის მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

“ჩემო საყვარელო ხალხოოო ისევ თქვენი გაერთიანების იმედი მაქვს….მთელი საქართველო ფეხზე დგას და ეძებს ჩემს შვილს უკვე მერვეე დღეა….კამერებმა მარტო ეს დააფიქსირაა…თუ ვინმემ სადმე ნახოთ ეს პიროვნება ან შორიდან თვალი მოკრას დაურეკოს პატრულს ან პოლიციას….ყველას გთხოვთ, გემუდარებით გადარეული დედა, მოვძებნოთ ჩემი შვილი….უფლის სასწაულების მჯერა, მჯერა რომ ჩემს შვილს მაპოვნინებს თქვენი ხელშეწყობით და ყველა კარგი ნათესავ, ამხანაგ, ნაცნობებ , უცნობების, პოლიციის, პატრულის დახმარებით”- წერს კობა კახიანის დედა.

თუ გაქვთ ინფორმაცია, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე:  592 09 02 38

სხვა ამბების წაკითხვა