ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათი პარტიის მთავარი მიზიდულობის ძალა არის მიხეილ სააკაშვილი და არჩევნებშიც სწორედ მისი სახელით ასპარეზობა იქნება მთავარი.
ამ საკითხზე ბოკუჩავამ 30 დეკემბერს, “ფორმულის”- ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ვასპარეზობთ მიხეილ სააკაშვილის სახელით. ყველას კარგად ესმის, რომ მთავარი ელექტორალური მიზიდულობის ძალა ჩვენს პარტიაში და ჩვენი ამომრჩევლისთვის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ თანაბარ პირობებში თამაშის წესებზე, მთავარი ოპონენტი უნდა იყოს ამ თამაშში და არ იმყოფებოდეს უსამართლო პოლიტიკურ ტყვეობაში.”– განაცხადა ბოკუჩავამ.
ის, ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას და აღნიშნა, რომ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან აქამდეც სწორედ ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.
არ ვთვლი, რომ ივანიშვილის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რადგან, რეალურად ეს არ ცვლის არაფერს – ამ დრომდეც ეს ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებებს.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს