23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

მიჩნდება ვერსია, რომ საპატრიარქო-რადიკალებს შორის განქორწინება ბიძინას დაბრუნებასთანაა კავშირში – არჩილ გამზარდია

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

შესაძლოა ვცდები, მაგრამ მიჩნდება ვერსია, რომ ეს საპატრიარქო-რადიკალებს შორის განქორწინება ბიძინას დაბრუნებასთანაა კავშირში, კერძოდ, ბიძინას პოზიციონირებასთან ევროპის მიმართ. “– ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს სოციალურ ქსელში.

“თუ ბიძინას ახლა სჭირდება რომ ამტკიცოს თავის ევროპელობა, ის მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, გარკვეული კომპრომისებით მოწინააღმდეგის მოდუნება მას კარგად ხელეწიფება ხოლმე.

თუ ჩემი ჰიპოთეზა ნაწილობრივ მაინც არის რეალისტური, ბიძინამ, საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად, უახლოეს ხანში ეს რადიკალური ჯგუფები უნდა გაანეიტრალოს, ერშიც და ასე ვთქვათ, ბერშიც (თუ შიო დალაგდება ბიძინასთან პატრიარქობაზე, თავადვე გაანეიტრალებს ან დროებით დააკონსერვებს ალტინფოურ-მმკ-სებურ სასულიერო პირებს).

ერში კი ჯერ ამ რადიკალებიათ, საჭიროების შემთხვევაში “ხალხის ძალა” და მისთანებით .

შესაძლოა, რაღაც პროპორციით რეზერვისთვის დაიტოვოს პრორუსული მიმართულებებით სამომავლო შესაძლო საჭიროებების მიზნით, ან ნაწილი კი არ დახუროს, არამედ დააკონსერვოს დეაქტუალიზაციის გზით.

ოპოზიცია იმდენად არასდროს აღიარებს, რომ ბიძინას ევროპელებთან დალაგება შეუძლია და უნდა კიდეც, რომ არაფრით აღიარებენ ამ შესაძლებლობას პროცესშიც კი, რადგან ოპოზიციის ერთადერთი ნიშა ბიძინას რუსობის პროპაგანდაა.
ერთი სიტყვით, ვნახოთ პროცესები სად და როგორ წავა.”– წერს გამზარდია.