მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! თქვენ და არც არავის არაფერი დაგვიშავებია, ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული, ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები, სააკაშვილის დრო დაბრუნდა?! თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ფანჯრიდან. ასეთი მართლა რა მოხდა, რომ საჯაროდ შენდობას ითხოვთ?!”- მიმართავს ირმა ინაშვილი მამა იოვანე მჭედლიშვილს, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესეა და რომელმაც შენდობა ითხოვა, რომ დედა მატრონას ხატის დაბრძანებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს არ აცნობა.
“ამათი შიშით აღარ ვისუნთქოთ?! ესენი ნეობოლშევიკები არიან, ამათ ზეიმს როგორ უნდა შევუწყოთ ხელი?! მორწმუნე საზოგადოება ღელავს არა იმიტომ, რომ ტაძარში ხატი შებრძანდა, არამედ იმიტომ, რომ აშკარად ხედავს უსამართლო დათმობებს. გავიგეთ, რომ საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. თუმცა, მშვიდობა უკვე იყო და ეს, რატომღაც, ვერ გააცნობიერეს საპატრიარქოში და როცა მტერი დამარცხდა, მაშინ გამოვიდა, რომ მტერს კოჭი გაუგორეს და გააცოცხლეს ის. ჩვენ გვესმის მოტივაცია. საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. ამ გადაწყვეტილებამ მშვიდობა სულაც არ მოიტანა, მრევლი პირიქით გააღიზიანა, მაგრამ მაზიარებლები ვართ და დავემორჩილეთ. ახლა არც თქვენ არაფერი დაგიშავებიათ და არც არავის და შენდობას რაღაზე ითხოვთ, გამაგებინეთ?! დამიჯერეთ, ამდენი უკანდახევა ვერავის ვერ გაახარებს.”- წერს ირმა ინაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს