“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მე გეტყვით, როგორი მეთოდებით უნდა მოვკლათ სტალინი საბოლოოდ. როგორ უნდა შევებრძოლოთ სტალინურ მემკვიდრეობას, რომელიც რუსეთში გვითრევს.
2024 წელს სრულდება ასი წელი 1924 წლის აჯანყებიდან. ეს იყო საქართველოს ღირსების აჯანყება.
გამოვდივარ ინიციატივით – გამოვაცხადოთ 2024 წელი 1924 წლის გმირების წლად და დავტვირთოთ ეს წელი ამ უდიდესი ისტორიული აქტის ხსოვნისა და პატივისცემის ღონისძიებებით. ეს უნდა იყოს დიდი კამპანია და იმედი მაქვს, ბევრნი შემოუერთდებით.
ვაცხადებთ 2024 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის და დანარჩენი გმირების წლად. ისინი არიან ძალიან ბევრნი და ჩვენგან ელოდებიან იმ თავგანწირვის დაფასებას.”- წერს ეკა წამალაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს