“არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი”- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება მატრეონა მოსკოველის ხატზე გამოსახულ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელზეც ითქვა, რომ მასზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი არიან.
“თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი. ისე, თუ მიმსგავსება უნდათ
ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.
დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი “სკანდალი” ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთე”- წერს ირმა ინაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს