“აღარაა სასაცილო! საზღვარი აქვს მართლა ყველაფერს! ვიღაც რუსი შარლატანი მატრონა არ იყო საკმარისი და ახლა კიდევ ირმა ინაშვილზე ალოცეთ მრევლი”– წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და საპატრიარქოს მიმართავს.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატზე დატანილი კიდევ ერთი ეპიზოდის ფოტო და დაიწერა, რომ მასზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, როგორც მლოცველები ისე არიან გამოსახულები.
ფაქტს უარყოფენ თავად ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს