ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ იქნეს განთავისუფლებული რადგან ის არის რუსეთის, პუტინის ტყვეობაში და ჩვენი ვალია, გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„მე გეტყვით, მე რას ვაკეთებ, ვერ გეტყვით, ვინ როგორ ასრულებს დაპირებას, ვის რა კონკრეტული გეგმა აქვს, მე ვიცი ერთი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს, რადგან ის არის პუტინის ტყვეობაში და ჩვენი ვალია, გავათავისუფლოთ. ვიდრე რუსული რეჟმია ხელისუფლებაში, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეასრულონ პირადად პუტინის დავალება და მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაზეც გუშინ დასკვნა დაიდო. მისი რეაბილიტაცია ფიზიკურად შეუძლებელია იქ, სადაც იმყოფება და ეს ყველანაირი დაკვეთა მოდის რუსეთისგან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს