კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა დაიკავა და ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე შეცვალა.
გამსახურდია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.
“დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წარვუდგინე.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე მრავალწლიანი საქმიანობისთვის, ახალ დირექტორს კი წარმატებები ვუსურვე საერთო ეროვნულ საქმეში.
კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. აგრეთვე ვისაუბრეთ ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.”– აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
გიორგი კეკელიძემ თანამდებობა 11 წლიანი მუშაობის შემდეგ, მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების საფუძველზე დატოვა.
რაც ეხება თანამდებობის დატოვებას, კეკელიძე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილმა მას მიზეზად დაუსახელა ის, რომ 11 წელი ბევრი იყო ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს