23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გვენდობა – კახა კალაძე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ბევრ საკითხზე, გამოწვევებზე, სირთულეებსა და თუნდაც ზეწოლებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ ჩვენს თავს, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ჩვენვე უნდა მივხედოთ. დღეს ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გვენდობა და მოგვცა იმის უფლებამოსილება, რომ სწორი, პროქართული პოლიტიკა გავატაროთ, რომელიც სჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ხვალინდელ დღეს და ხვალინდელ საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.