ალტ-ინფოს ლიდერების თქმით, ქართუ ბანკმა მათი ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ შოთა მარტინენკომ განაცხადა.
დაბლოკილია შოთა მარტინენკოს ის სპეც.ანგარიში, რომელზეც მოქალაქეები თანხას რიცხავენ ტელევიზიისა და პარტიის დასახმარებლად.
შოთა მარტინენკოს განცხადებით, “ქართუ ბანკი”-ს ანგარიში მათ სპეციალურად ჰქონდათ აღებული და აინტერესებდათ, რას მოიმოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მას შემდეგ, რაც ანგარიში დაუბლოკეს, გამოჩნდა მისი რეალური სახე.
“ქართუ ბანკი”-ს ანგარიშის დაბლოკვამდე ცოტა ხნით ადრე “საქართველოს ბანკმაც” დაბლოკა შოთა მარტინენკოს ანგარიში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს