რატი ბრეგაძე სავარაუდოდ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამის თქმის საფუძველს კი მისი მხარდამჭერი პოსტი იძლევა, რომელიც მან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ასევე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.
მომავალი პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე სახელდება და ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ “ქართულ ოცნებაში” დაადასტურეს.
ახალი პრემიერის კანდიდატურა “ქართულმა ოცნებამ” 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს