ბოლო ამბები
მაისი 12, 2024

ასეთი თავხედი მოსკოვიც არ ყოფილა – მაია ნიკოლეიშვილი 14 სენატორის წერილზე

აპრ27,2024
გაზიარება

“გულწრფელად ვიტყვი, ასეთი თავხედი მოსკოვიც არ ყოფილა”– ასე გამოეხმაურა მაია ნიკოლეიშვილი უღრმესად შეშფოთებული 14 ამერიკელი სენატორის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომელშიც ისინი მოითხოვენ, რომ საქართველომ გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრნენ, რომ წაახალისებენ პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ.

“მოსკოვი არ ყოფილა ასეთი თავხედი, ესენი (ამერიკელები) ყველაფრის ფასად მიდიან. ჩვენ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, უნდათ რომ დაგვმარხონ სახელმწიფოებრივად.

რატომ არიან ასე გამწარებულები? რატომ ჩამოყარეს ნიღბები? აღარც ალამაზებენ იმას, რასაც გვიპირებენ.

თავხედურად, პირდაპირ მოდიან, ეს არის ღია შანტაჟი”- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა 26 აპრილს, “POSTV”-ს ეთერში.

 ამ თემაზე:

უღრმესად შეშფოთებული 14 ამერიკელი სენატორი პრემიერ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს

სხვა ამბების წაკითხვა