ასე სირცხვილით დასრულდა “სირცხვილიას “ ”მოღვაწეობა”– ასე აფასებს თაკო ჩარკვიანი მოძრაობა “სირცხვილია”-ს გადაწყვეტილებას, ჯერ დარეგისტრირებულიყო გამჭვირვალობის რეესტრში, როგორც უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და შემდგომში, გადაწყვეტილების გაუქმებას.
“რა დროს გააკეთეთ და ჩაიდინეთ “ეს სირცხვილი“, მაშინ როცა განხილვა მიმდინარეობს (საკონსტიტუციოში) ამ რუსული კანონის, ასე როგორ “მიუსადაგეთ” , როგორ “შეურჩიეთ” დრო, როგორ მიეცით “ჯოკერი” ანუ სალაპარაკო რუსეთზე მომუშავე ოპონენტს, როგორ “გაუპრავეთ “ , ეს როგორ შეუსრულეთ ?! ეს მუხანათური საქციელი, სირცხვილია!
ახლა ღილაკს თითი, “გინდ “დააჭირეთ, გნებავთ გადმოაჭირეთ! ორივე ვარიანტი სირცხვილია – ასე სირცხვილით დასრულდა “სირცხვილიას “ ……”მოღვაწეობა” – წერს თაკო ჩარკვიანი.
ამ თემაზე:
მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს გადაწყვეტილებას და აღარ დარეგისტრირდება გამჭვირვალობის რეესტრში
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს