მაია ნიკოლეიშვილის შეფასება 9 მარტის ღამეს, საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებზე:
რადგან ინფორმაცია ცოტაა, პაზლს ბევრი ფრაგმენტი აკლია ჯერ, ძირითად პროცესს ცოტა ხნით მოვეშვათ და მომხდარის “მშრალ ნაშთზე” ვიფიქროთ:
რა ვნახეთ?
“2023 წლის 9 მარტის ღამეს, (ისტორიულად მწარედ ცნობილი თარიღი) დაწვეს დედაქალაქის მთავარი გამზირი, დედაქალაქის გული!
ნამდვილი თბილისელი ხოხობი იყო და გოგირდის წყალში მოიხარშა ისიც.
თბილისელი თუ ხარ, თბილისი უნდა გიყვარდეს და შენად მიიჩნევდე და იჯდე ამ ქალაქის დამახასიათებელი, ტრადიციული “ქალაქური” ურთიერთობების სტილში და მოდელში (ასეთი სახე და მოდელი ყველა ქალაქს და სოფელს აქვს). მეტი არაფერი.
რატომ აბინძურებს პარიზს ჩასული მიგრანტი? თავისად არ მიიჩნევს და იმიტომ, პლუს დაბალი კულტურა აქვს და ვერ ჯდება ქალაქის ქსოვილში, ხდება ბინადარი, მაგრამ არა პარიზელი.
გუშინ თბილისში ეს გამოჩნდა როგორც იქ მყოფი, ეგზალტირებული ბრბოს მხრიდან, (არ არიან ისინი ბავშვები!), ასევე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან.
ოპოზიციის რომელი ლიდერი მივიდა, წუხელ, რუსთაველზე და ვინ სთხოვა, შვილებო, ეს ჩვენი ქალაქია, ნუ წვავთო?!
ან რომელმა მიმართა თუნდაც ტელევიზიით, ცოდოა, რუსთაველი, ეს ჩვენი ქალაქია, დედაქალაქია, ცოცხალია და სტკივაო?! არც ერთი – აი, მათი სახე!
უარესიც, დღეს გახარიამ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს გვერდში დგომისთვის!
წუხანდელი ღამე ლაკმუსის ქაღალდი იყო ოპოზიციისთვის, თუნდაც ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”
თქვენ შვილს კი არ გართმევდენ, ოპოზიციავ, თქვენს დედაქალაქს და თბილისის სხეულს წვავდნენ და თქვენ დუმდით, ძალაუფლების მოპოვებისთვის”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.