ბოლო ამბები
11/12/2024

ვარ მარტოხელა, შშმ პირი, მაქვს მე-4 სტადიის სიმსივნე, გადატანილი მაქვს ინსულტი – ახალგაზრდა ქალს დახმარება ესაჭიროება

გაზიარება

ახალგაზრდა, მარტოხელა ქალი, ლელა ოსეფაშვილი მე-4 სტადიის სიმსივნეს ებრძვის.

ის თბილისში, 7 კვადრატულ ფართში ქირით ცხოვრობს. თავდაპირველად სიმსივნე მკერდში ჰქონდა, ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა, დაავადება ამჯერად ძვლებზე გადავიდა.

ლელა ოსეფაშვილს მედიკამენტების შესაძენად დახმარება ესაჭიროება. მან Multimedia.ge-ს დახმარების თხოვნისა და ინფორმაციის გავრცელების თხოვნით მომართა.

“ვარ მარტოხელა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირი, ვცხოვრობ ქირით 7 კვადრატულᲨი, არანაირი პირობები არ მაქვს, ეს პატარა ოთახია საძინებელიც და აბანოც.

შარშან გავიკეთე მკერდის სიმსივნის ოპერაცია, მაგრამ რომ აღარ მივაქციე ყურადღება, გადამივიდა ძვლებზეც, ტკივილები დამეწყო.

კეთილი ადამიანების დახმარებით მოვაღწიე ცოცხალი რომ ვარ. ემიგრანტებმა პატარა მაცივარი მიყიდეს, ძალიან გამახარეს.

გადატანილი მაქვს ინსულტი, რამაც მეტყველებაც დამიქვეითა.

არსებობენ კეთილი ადამიანები, მათი დახმარებით მოვაღწიე ცოცხალი რომ ვარ, არ გამწირეს სასიკვდილოდ.

ძალიან დიდი მადლობა მათ, ღმერთმა დალოცოს და ასიათასად დაუბრუნოს! მადლობა მათ,  ვინც ჩემ მდგომარეობას გულთან მიიტანს”- გვწერს ლელა ოსეფაშვილი.

როგორც გავარკვიეთ, ლელა ოსეფაშვილს მედიკამენტების თანხას ჯანდაცვის სამინისტრო უფარავს, თუმცა, გვიანდება ჩარიცხვები, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ საბანკო ანგარიშზე:

თიბისი ბანკი : #GE30TB7823945064300015 – მიმღები ლელა ოსეფაშვილი

ან დაუკავშირდეთ ნომერზე : 557 76 43 18

სხვა ამბების წაკითხვა