ბოლო ამბები
13/09/2024

სტრასბურგში გვარამიას მასპინძლები არ არიან საქართველოს მეგობრები – კახა კალაძე

გაზიარება

თბილისის მერის,  განცხადებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიზანი, რომლებსაც ნიკა გვარამია სტრასბურგში ხვდება, საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა და მისი შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ
გადადგმული ნაბიჯია.

„როდესაც პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. სადაც ბატონი გვარამია მიიწვიეს, იმ ვიზიტის მასპინძლები რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოზე კარგად გვახსოვს, ასევე, სტატუსის მიღებაზე. ისინი სტატუსის
საპირწონედ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ

ყველაფერი ნათელია. ამ ადამიანებს სხვა მიზანი აქვთ. ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. მათი მიზანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი გზით მიიღწევა. მათთვის არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია. მინდა, მათ იმედი გავუცრუო, არაფერი გამოუვათ. მათი რადიკალიზმი მარცხისთვისაა განწირულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა