საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი განუცხადა სალომე ზურაბიშვილს საგარეო ვიზიტზე, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა გერმანიაში.
როგორც ადმინისტრაცია იუწყება, ზურაბიშვილის ევროპული ტურნე საქართველოს კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ისინი რეაგირებას მოახდენენ, რადგან ზურაბიშვილს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ვიზიტი საქართველოს სახელით და ეს პრეროგატივა მთავრობას აქვს.
ამ თემაზე:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს