ბოლო ამბები
12/12/2024

აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე, ვიღაც ლობისტები ფულის სანაცვლოდ წერენ და შემდეგ ამას უცურებენ ევროპარლამენტს

გაზიარება

სააკაშვილის ციხიდან დახსნის მცდელობები იმ დონეზეა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აწერინებენ ლობისტების მეშვეობით. ცალკე სირცხვილია საერთოდ, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე, ვიღაც ლობისტები ფულის სანაცვლოდ წერენ და შემდეგ ამას უცურებენ ევროპარლამენტს, რომ ეს ჩანაწერები მოხვდეს, სირცხვილია, როდესაც ეს გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში არიან პოლიტიკური ჯგუფები და არის გარკვეული ქსელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისა, რომლებისთვისაც ღირებულებები არ არსებობს.

„არის პოლიტიკური ქსელი, რომლის ნაწილიც არის მიხეილ სააკაშვილი და რომელიც მფარველობს მას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, მისი დახსნის მცდელობები ციხიდან იმ დონეზეა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აწერინებენ ლობისტების მეშვეობით. ცალკე სირცხვილია საერთოდ, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე, ვიღაც ლობისტები ფულის სანაცვლოდ წერენ და შემდეგ ამას უცურებენ ევროპარლამენტს, რომ ეს ჩანაწერები მოხვდეს, სირცხვილია, ეს როდესაც გვესმის.

ევროპაში არიან პოლიტიკური ჯგუფები და არის გარკვეული ქსელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისა, რომლებისთვისაც ღირებულებები არ არსებობს. როდესაც ადამიანი კორუმპირებულ და ძალადობის სისტემის შემქმნელ ადამიანს, ამ რეალობას ატრიალებ და ამ ადამიანს ასაღებ, თითქოს ის არის რუსეთთან მებრძოლი, დემოკრატიის შუქურა და ა.შ. მათთვის მორალური ზღვარი არ არსებობს და ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის იმაზე, რომ საქართველო დაჩაგრონ, წარმოაჩინონ როგორც არა ლიდერი, არამედ ქვეყანა, რომელიც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ნაწილობრივ ალბათ, ამის დამსახურებაც იყო ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შარშან მიიღო ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით. უბრალოდ იმედი მაქვს, სხვა ძალები, რომლებიც ევროპული ძალები არიან, ამ ანტიევროპელ ევროპელებს აჯობებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლიანი და სწორია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა