“ჯერ კიდევ 2015 წელს მივხვდი, რასთან გვქონდა საქმე”– განაცხადა ანი მიროტაძემ 15 სექტემბერს, “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას, როდესაც “ქართული ოცნების” და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის ჯერ კიდევ კოალიციაში ყოფნის პერიოდში მიხვდა, რომ მმართველი პარტია რუსეთთან თანამშრომლობდა და ეს არ იყო მხოლოდ ფრთხილი ურთიერთობები, თუმცა, ამის ხმამაღლა თქმას აზრი არ ჰქონდა, რადგან საზოგადოებისთვის რთულად ასახსნელი იქნებოდა.
“მაშინ ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი, ალბათ რთული ასახსნელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. 2015 წელს, განსაკუთრებით ყირიმის მოვლენების შემდეგ, მე მივხვდი რაც ხდებოდა აქ”- განაცხადა ანი მიროტაძემ, რაზეც წამყვანმა, ნინო ჯანგირაშვილმა მიუგო: “ცუდია, რომ ღიად არ ამბობდით ამას”
“ვერ დავადასტურებდი ამას, ეს იქნებოდა ძალიან რთული. იყო რაღაც საკითხები, რამაც ჩემში გააჩინა ეჭვები რუსეთთან დაკავშირებით ანუ, ის, მე რომ ფრთხილი პოლიტიკა მეგონა, თურმე, სხვა პოლიტიკა ყოფილა”- განაცხადა ანი მიროტაძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს