საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს