გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დასაკავებელია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაზე „შეგნებული“ კორუფციონერი ირაკლი ღარიბაშვილი, ერთხელ, კორუფციისთვის გადადგა, მერე გადმოდგა, ბოლომდე ფული აკეთა – ტყეები ჩამოარიგა, ჩარტერებით იფრინა, ახლა ჩამოდგა და პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება დადო.
დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა რომ გვქოდნეს, ამ კომენტარის შემდეგ დააკავებდნენ. მაგრამ გამოძიებაც კი არ დაწყებულა.”- წერს მეზვრიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს