ბოლო ამბები
06/10/2024

ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი აქტიურ მოქმედებებს აანონსებს უახლოეს კვირებსა და თვეებში. ამის შესახებ მის წერილშია საუბარია, რომელიც მისსავე ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილი საკუთარ თავს უდანაშაულოს და რუსი ოლიგარქის ტყვეს უწოდებს.

“უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში.

თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან “მკვლელს” მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას.

რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება.

პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს. მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!”- წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა