საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე რუსული Youtube პლატფორმა “Fridrih show”-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ რა უთხრა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
გიორგაძის თქმით, ღარიბაშვილს უთხრეს, რომ ახლა საქართველოს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან რუსეთი მთლიანად დაკავებულია უკრაინაში ომით, რაზეც, გიორგაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ რუსეთს ერთი ხელის მოქნევით შეუძლია დაბომბოს თბილისი,
მისივე თქმით, ღარიბაშვილის ამ პასუხს ამერიკიდან მხარდაჭერის დაპირება მოჰყვა, თუმცა, პრემიერმა იკითხა, რა ბედი ეწეოდა ხალხს, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ დემოკრატია უსისხლოდ არ ხდება.
როგორც გიორგაძე ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე და თქვა, რომ ის არ დაუშვებს საკუთარი ხალხის სისხლისღვრას და ომს.
ამ საკითხზე იგორ გიორგაძემ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უცნობია, თუ რა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ეს ინფორმაცია გიორგაძემ, რადგან მან ჟურნალისტს თავიდანვე სთხოვა, არ ეკითხა, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მოყოლილი ამბის ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს