პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი მიმართავს მმართველ პარტიას, გაიწვიოს კანონი საპროტესტო აქციების შესახებ, რომელიც ახალ შეზღუდვებს აწესებს.
როგორც ჩარკვიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ოპოზიციას საპროტესტო აქციების ჩატარება მოუნდება, ის მაინც ჩაატარებს და 30 ათას კაცს ვერავინ ვერ გააჩერებს, ხოლო ახალი კანონი, რომლის მიღებაც სურს “ქართულ ოცნებას”, მხოლოდ დაპირისპირებასა და დაძაბულობას გამოიწვევს.
“ეს 30 ათასი კაცი დღეს არ მოდის? ხვალ არ მოვა? – თქვენ ხომ გინახავთ, რომ არც გამოსულან და გამოსულან კიდევაც. თქვენ გულში ხომ ყველამ იცით, ყოფილა ძალიან დიდი აქცია, ყოფილა პატარა აქცია. მეც დამიძახია, “აუ, რამდენი ვართ” და მიფიქრია, რომ არ ვართ ბევრნი, მაგრამ ყოფილა, რომ ძალიან ბევრნიც ვყოფილვართ, იმ ტალღას ვინ გააჩერებს? – ვერავინ.
რატომ უნდა დავძაბოთ ასე სიტუაცია? გამოსვლით, გამომსვლელები უფრო გამოვალთ, აბა შუბლზ დავიწერთ, რომ მონა ვარ?.
გაიწვიეთ კანონი, ეს იქნება ძალიან გონივრული საქციელი”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს