რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე თბილისში გამართულ “აბრეშუმის გზის” ფორუმსა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ის ასევე ხაზ უსვამს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ერთად ყოფნის ფაქტსაც, რომლის მედიატორიც საქართველოში, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
“თბილისში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენა – “აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიმართა.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ მხარეს უზის “სომხეთი” მეორე მხარეს “აზერბაიჯანი”
ვინც აზროვნებს, ის დღეს ნამდვილად ამაყია იმით, რასაც ეს კაცი, უკვე ძალიან გაზრდილი პოლიტიკოსი, აკეთებს!
ბრავო ირაკლი ღარიბაშვილი, ბრავო საქართველო”- წერს ბაკურ ბაკურაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს