ბოლო ამბები
15/03/2025

გეშინოდეთ ხალხის – ან შეასრულებთ რეკომენდაციებს და დროულად გადაიყვანთ ქვეყანას შემდეგ ეტაპზე, ან ისევ ხალხი შეასრულებს, ოღონდ ამ დროს თქვენ უკვე ოპოზიციაში იქნებით

გაზიარება

გეშინოდეთ ხალხის – ან შეასრულებთ რეკომენდაციებს და დროულად გადაიყვანთ ქვეყანას შემდეგ ეტაპზე, ან ისევ ხალხი შეასრულებს, ოღონდ ამ დროს თქვენ უკვე ოპოზიციაში იქნებით”– მიმართავს “ქართულ ოცნებას” გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

“ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ევროპულ გზაზე მიატოვა ხალხი (პირადი ინტერესით) – შეცვალა საგარეო კურსი. ხალხმა მოახერხა, რომ ევროპას არ მივეტოვებინეთ. ბუნებრივია, ასეთ ხელისუფლებას ვეღარ ექნება პრო-ევროპელი ხალხის მანდატი.

ახლა უკიდურესად უთავმოყვარეოა ხელისუფლების ძალით მიტმასვნა ხალხზე, რომელიც აშკარად არჩევს ბნელს და ნათელს, სხვაგვარად სტატუსზე რეკომენდაცია არ გვექნებოდა.

ამიტომ, ხალხის მონაპოვარს ვერ მიიწერთ, გეშინოდეთ ხალხის – ან შეასრულებთ რეკომენდაციებს და დროულად გადაიყვანთ ქვეყანას შემდეგ ეტაპზე, ან ისევ ხალხი შეასრულებს, ოღონდ ამ დროს თქვენ უკვე ოპოზიციაში იქნებით – აი, ესაა ნამდვილი დემოკრატია, რასაც მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ.”- წერს მეზვრიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა