ბოლო ამბები
14/12/2024

ჩინეთი მზად არის იყოს ამერიკის მეგობარი და პარტნიორი, თუმცა აღინიშნა, რომ ისინი არ უნდა ჩაერიონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში – ჩინეთის პრეზიდენტი (ვიდეო)

გაზიარება

ჩინეთი მზად არის იყოს ამერიკის მეგობარი და პარტნიორი“- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ჩინეთი არასდროს ერევა ამერიკის საშინაო საქმეებში  და იმავეს მოუწოდებს ამერიკასაც.

“ჩვენ ვართ ცვლილებებისა და გამოწვწვების ეპოქაში, ეს არის ასევე იმედის ეპოქა. მსოფლიოს სჭირდება ჩინეთისა და ამერიკის ერთობლივი მუშაობა უკეთესი უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენი ფუნდამენტური პრინციპები ურთიერთობებში არის ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთი და აშშ საბოლოოდ კონკურენტები არიან თუ პარტნიორები, ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი საკითხია. ლოგიკა ძალიან მარტივია: თუ ერთი განიხილავს მეორეს, როგორც მთავარ კონკურენტს, ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევას და მუდმივ მოახლოებულ საფრთხეს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მცდარ პოლიტიკას, არასწორ ქმედებებს და მცდარ შედეგებს. ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს აშშ-ის გამოწვევას ან შეცვლას. ჩინეთი მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს. ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ ომს და არც ცხელ ომს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

სხვა ამბების წაკითხვა