რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, მაგრამ როცა რუსეთი იქნება ამის ხასიათზე”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 19 ნოემბერს, YOUTUBE-ს პირდაპირ ეთერში Multimedia.GE-ს დასმული კითხვის საპასუხოდ:
-როგორ გესახებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან დალაპარაკების გარეშე? – შალვა ნათელაშვილმა ჩვენ კითხვას ასე უპასუხა:
“რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, მაგრამ როცა რუსეთი იქნება ამის ხასიათზე. ისე, ცალმხრივი სიყვარული და ცალმხრივი დალაპარაკება/მეგობრობა, უშედეგოა. ჯერჯერობით, ის ამ თემებზე საუბრისთვის მზად არ არის და როცა მზად იქნება, პირველი მე გავიგებ ამას და არ დავაყოვნებ, დარდი ნუ გაქვთ”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს