ბატონო ბიძინა, იძულებული ვარ კარტები გავხსნა – “ოცნების” დამფუძნებლის ღია წერილი

416
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

“ბატონო ბიძინა, იძულებული ვარ კარტები გავხსნაროცა თქვენ მიმართეთ ქართველ საზოგადოებას თხოვნითა და მუდარის სახით – „ძველ გვარდიასაც“, გვერდში დაგდგომოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, უამრავმა ადამიანმა იცის, რომ „თორმეტიანელებს“ ისედაც დაწყებული გვქონდა მოძრაობა და მობილიზების რეჟიმში ვიყავით საქართველოს მასშტაბით – არა, კონკრეტულად „ქართული ოცნება“ გადაგვერჩინა, არამედ – 2012 წლის მონაპოვარი, რომელიც, თქვენ და თქვენმა პარტიამ დაივიწყეთ, დაივიწყეთ იმ ხანობის განცდა და ენთუზიაზმი, გაკოაბიტაციავდით ნაცმოძრაობასთან, მოყვარე მოიძულეთ და „მტერი მოყვარედ“ აქციეთ, ამიტომაც მიიღეთ პირველი ტურის შედეგი და, როცა ამ თქვენი პათეთიკური გამოსვლით განაცხადეთ: ყველას თავისი ადგილი მიეგება-ო!..

სად არის თქვენი დანაპირები?.. ვიღაცები, ეტყობა, გარწმუნებენ, ეს ჩემი თემა იყო და „თორმეტიანელებმა“ რაღაც გააკეთესო… იმ ვიღაცებს ნუ უსმენთ, ეს, არავის თემა ყოფილა, პირადად ჩემი, მერაბ შათირიშვილის პროექტი იყო და, ამ პროექტს „თორმეტიანელები“, საქართველოს მასშტაბით სასწრაფოდ გამოეხმაურნენ და გვერდით დაუდგნენ, უამრავმა „თორმეტიანელმა“ აქტივისტმა უანგაროდ იღვაწა ქალაქებსა თუ რეგიონებში, მათი აქტიურობა გარანტია გახდა მეორე ტურში გამარჯვებისა და, ჩვენ ამის ფაქტობრივი მტკიცებულებები გაგვაჩნია და, სად არის თქვენი დანაპირები?.. 

პირველი ტურის წამგებებს, „ქართული ოცნების“ უქნარა და გატრივაზებულ, ფარისეველ აქტივს რეგიონებში პრემიებს რომ ურიგებთ, არ ფიქრობთ, ამით – „თორმეტიანელებს“ გულს ტკენთ და კიდევ ერთხელ უმჟღავნებთ უმადურებას?.. გასაგებია ჩვენთვის, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგაწოდეს და, ჩვენი ნამოქმედარიც და მნიშვნელობაც თავად მიიწერეს თქვენმა „ემისრებმა“, მაგრამ, რატომ არ არკვევთ უშუალოდ ჩემთან, სინამდვილეში – რა მოხდა და, რა ფასი აქვთ სახელმწიფოებრივად უანგაროდ შეკრებილ და დარაზმულ „თორმეტიანელებს?“.. ეტყობა, ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის და, ამ პოლიტიკას ადგახართ – თქვენც!.. 
სად არის თქვენი დანაპირები?!

მოკლედ, ჩემდა სამწუხაროდ, თქვენც იმ ცრუპენტელობის ბურუსში გხვევენ და საკუთარ, პარტიულ შეუვალობას გიმტკიცებენ, ხელი გამოვიღეთ და მეორე ტურში ღირსეულად გავიმარჯვეთო!…

ისემც, ამ „სიამაყით“ იყავით თქვენ და – თქვენი პარტია (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც, სამწუხაროდ, მეც გახლავართ) მომავალი არჩევნებისთვის!..
ჩვენ კი, „თორემეტიანელები“, რაკი სახელმწიფოებრივად მართლები ვართ, ამ გზას ვერაფრით გადავუხვევთ, ვერაფრით დავუშვებთ ქვეყანაში ნაცების გახელისუფლებას – რაც, თქვენ, ლამის დაუშვით უკვე პირველ ტურში და, აწი რას იზამთ და მოიმოქმედებთ, ეშმაკმა უწყის (უკვე ნდობის ვოტუმი ბოლომდე ამოიწურა და ახლა ხელაღებით ვეღარ გენდობით) – ვერაფრით შევეგუებით გადმოპორტირებული ნაცების პარპარშს „ქართულ ოცნებაში“ და მათ მოღალატეობრივ ფარისევლობას თქვენივე პარტიის უგუნურებითა და უნებლიე ხელშეწყობით, ასევე ვერაფრით შევეგუებით უსამართლობასა და უმადურებას – განხორციელებულს ჩევენ მიმართ და – თუნდაც დაუფასებლობას, რაც შეურაცხყოფის ტოლფასია, ჩვენ, მალე, მთელი რეგიონის მასშტაბით, ერთ მუშტად შევიკრებით, გავერთიანდებით და 2012 წლის სიტყვას, კიდევ ერთხელ, 2020 წლის არჩევნებისთვის ვიტყვით…

ჩვენ, შურისმაძიებელი ძალა არ ვართ და არც ვიქნებით, ჩვენ, მართალი ძალა ვართ და, სიმართლის გასაბრიაბრუებლად, კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნის ასპარეზს, ადვილად ვერავის დავუთმობთ!..”– წერს მერაბ შათირიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE