ბოლო ამბები
13/09/2024

ოპოზიციის რეალური არაფორმალური მმართველი სცენაზე ღიად გამოჩნდა – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

ოპოზიციის რეალური არაფორმალური მმართველი სცენაზე ღიად გამოჩნდა – ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც მან სასამართლო პროცესზე ჩართვისას გააკეთა, როდესაც კიდევ ერთხელ გამოაცხადა ხელისუფლებაში დაბრუნების მზაობა და პარტიის წევრებს კონკრეტული დავალებებიც მისცა.

“უკრაინის პროექტის “ჩაკეცვამდე” მოკლე დრო რჩება და მოულოდნელად, ჩამკვდარი ქართული ოპოზიციური ფლანგი ცოცხლდება:

“მაიაკი” წიმურ ალასანიას გზავნილია, აშშ-ში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს, სოფო ჯაფარიძის ემიგრანტებთან ხვევნის ფონზე.

“ელვა დეპეშა”: “თბილისი. მამუკა ხაზარაძეს. სასწრაფოდ!”:  – გამოცხადეთ “საქართველოს დაცვის აქტი”! სასწრაფოდ!”

“საქართველოს დაცვის აქტი” რუსული ენის სინტაქსისით, ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტია, ძალიან სახასიათო იმპერატიული ტონალობით! ტექსტის შემდგენელის აზროვნების სტილი რუსული წინადადებების წყობას ავლენს. მისი ფსიქოტიპია: ბაზისური-ისტეროიდი, ისტრუმენტალურად და კომუნიკაციაში-ეპილეპტოიდი.

“ოპოზიციის მთავარმა ოლიგარქმა “ფანტომასის” ნიღაბი მოიხსნა და სახე გამოაჩინა! სხვა გზა აღარ დარჩა? ალბათ – პროექტი “უკრაინა” ხომ იხურება და ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჩანს!

რუსული ლიბერალური ფლანგის “მამებს” და რუსეთიდან დასავლეთში “პერებეჟჩიკებს” ასე ადვილად არ “ეთმობათ” აშშ-ს მილიარდობით დოლარი და რუსეთის ოფიციოზის პოლიტიკის და ინტერესების საპირისპირო თამაშს- “ცხელ სამხრეთ კავკასიას” აღვივებენ, რაც წარმოადგენს ჩინეთის, თურქეთის, ირანის, ოფიციალური რუსეთის, აზერბაიჯანის და თვით საქართველოს დღევანდელი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას, რაც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ჩვენისთანა პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაპირობას!

“საქართველოს დაცვის აქტი” ღიად ავლენს ოფიციალური რუსეთის საწინააღმდეგო და საქართველოს გასაუბედურებელ პოსტულატებს, და ზუსტად იმეორებს 90-იანების “უკვდავ კარტინკას”: “ძიძიგური რკინიგზის რელსებზე”!

საქართველოს გაუბედურების ახალ 2023-ის “აქტში” პირდაპირ იკითხება სააკაშვილის მთავრობის მიერ რუს მფლობელებზე გასხვისებული ენერგოობიექტების ფუნქციონირების შეზღუდვის მოთხოვნა, რასაც მომენტალურად მოჰყვება შედეგი – საქართველოში ენერგომატარებლების სადისტრიბუციო კომპანიებისგან

ენერგომატარებლების შეწყვეტა, ენერგეტიკული და ეკონომიკური კოლაფსი, სრული საინფორმაციო ვაკუმი და “კარგად დავიწყებული” ცივი და მშიერი ზამთრები!

მამუკ ბატონო, ეს უნდა ლელოს?! ქართველ ხალხს ეს არ უნდა, ბატონო მამუკ!
არც ომი, არც დაღუპულები, არც არეული კავკასია არ უნდა ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ ხალხს! ჩანს, რომ ჩქარობენ ქართველი და გადამთიელი მტრები!

 ის “მილოვიდნი” ბიჭიც ამ “სვიაზკაშია”, რაჭის ტყეში ნადირობის ლიცენზიაზე ლამის რომ გადაიჭრა ვენები? გუშინ ყველა იმას კითხულობდა, ეს ბიჭი რას აპროტესტებსო. ააა, გატესტეს?! ხო, ნუუუ, გასაგებია!!! ჩქარობენ.

23 ნოემბერი კი აქვთ ჩვევად . . . ყოველ შემთხვევაში, 15 დეკემბრამდე შეეცდებიან, არიონ, აკი, ნიღაბმოხსნილმა ლიბერალმა ოლიგარქმა ღიად განაცხადა, რომ “გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია”, რუსეთის გასავეშებლად, მეორე ფრონტის ასაგიზგიზებლად და პროექტ “უკრაინა-ზელენსკი”-ს გადასარჩენად!

პრობლემის გაცნობიერება პრობლემის თავიდან აცილების შესაძლებლობაა.
გავაანალიზოთ და ვიფხიზლოთ!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა