მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
სააკაშვილი კმაყოფილია 23 ნოემბერს გამართული ღონისძიებით და იქ გამომსვლელებით:
“გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის.
უმაგრესი გამოსვლები იყო ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვების.
რაც შეეხება მანიფესტს, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ნაც მოძრაობის წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.
მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში.”– წერს სააკაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს