ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდის წევრები ამერიკაში მიემგზავრებიან, სადაც ფორუმს დაესწრებიან.
ფორუმის სახელწოდებაა INTERNATIONAL DEMOCRACY UNION (საერთაშორისო დემოკრატიის გაერთიანება, რომელიც 4-6 დეკემბერს, ვაშინგტოში გაიმართება. ხოლო 8 დეკემბერს, ხაბეიშვილი ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას გეგმავს.
“ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, ვისაც გექნებათ დრო და სურვილი, ძალიან გამახარებთ.
ჩვენს გეგმებზე, სტრატეგიაზე, მიხეილ სააკაშვილზე როგორც გამარჯვების კოალიციის ლიდერზე, გამარჯვების და რუსული ოცნების დამარცხების გზებზე – ვისაუბროთ, ვიდისკუსიოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს”– წერს ლევან ხაბეიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს