რამდენჯერაც არ უნდა მესროლონ ტალახი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდებს გზა გაგეხსნათ პოლიტიკაში – ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში – ლევან ხაბეიშვილი

230
ნახვა/წაკითხვა

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდებს გზა გაგეხსნათ პოლიტიკაში – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” – განაცხადა ნაც.მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს, ახალგაზრდულ ფორუმზე.

“რამდენჯერაც არ უნდა გამაკრიტიკონ, ტალახი მესროლონ, ეწყინოთ, გააზრებულად და აბსოლუტურად შეგნებულად, ყველაფრის ფასად შემოგიყვანთ პროცესებში როგორც მთავარ ძალას, ლიდერებს, გადაწყვეტილებების მიმღებად – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველას მოუწევს ამაზე შეგუება.”– განაცხადა ნაც.მოძრაობის” თავმჯდომარემ.