ბოლო ამბები
15/10/2024

ამერიკაში მყოფ ნაც.მოძრაობის წევრებს ქვეყნის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა (ფოტოები)

გაზიარება

ნაც.მოძრაობის წევრები ამერიკაში იმყოფებიან, სადაც “საერთაშორისო დემოკრატიის ერთობის” ფორუმში იღებენ მონაწილეობას.

როგორც ლევან ხაბეიშვილი წერს, ფორუმის ფარგლებში გაესაუბრნენ ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.

” ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსია.

გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე.”– წერს ხაბეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა