ბოლო ამბები
11/10/2024

ასეთი პრინციპით იმართება შიმპანზეების ჯოგი, ხროვა და არა დემოკრატიული პარტია – ლევან ლორთქიფანიძე ნაც.მოძრაობაზე

გაზიარება

ნაც.მოძრაობაში მიმდინარე პროცესებსა და ნიკა მელიას წინააღმდეგ პარტიის ახალი მმართველების მიერ დაწყებულ კამპანიას აფასებს ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე.

“საქართველოში ყველაფერს ღუპავს ე.წ. “ნულოვან ჯამიანი თამაში”, როდესაც გამარჯვებულს ყველაფერი ერგება, დამარცხებულს კი არაფერი.

როდესაც სააკაშვილი კიევში იყო, მერაბიშვილი ციხეში, კეზერაშვილი კი ბოკერიას ჯგუფს აფინანსებდა, მელია ქუჩაში იბრძოდა, ყველაფერი იკადრა, პარლამენტის შტურმსაც კი მოაწერა ხელი, პატიმრობა გამოიარა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მოიგო, გლდანის პირველი ტური მოიგო…

მოკლედ, წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობისთვის, მისი არსებობისთვის, მისი მავნებლური და დესტრუქციული ფუნქციის განხორციელებისთვის ბევრი გააკეთა, დროებით თავისუფლებაც კი გაწირა.

ენმ-ის თავმჯდომარეობის უკანასკნელ არჩევნებშიც სოლიდური შედეგი აჩვენა, 40% აიღო (მერაბიშვილ-კეზერაშვილის ჰანდპუპემ მხოლოდ 52%).

არჩევნების მეორე დღეს კი უთხრეს – მერე რა, რომ წლები პარტიისთვის იბრძოდი; მერე რა, რომ პარტიის თითქმის ნახევარმა ხმა მოგცა და შენი ლიდერობის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა… მიუხედავად ყველაფრისა, ხმა ჩაიწყვიტე და უსიტყვოდ დაგვემორჩილე. თან იცოდე, შენს მომხრეებს პოლიტსაბჭოდან გამოვყრით, ოფისში ოთახსაც არ მოგცემთ, შენ მიერ შერჩეულ კადრებს გადავაყენებთ მუნიციპალური თანამდებობებიდან და ა.შ. მოკლედ, ხაბეიშვილს ყველაფერი, შენ არაფერი!

ასეთი პრინციპით იმართება შიმპანზეების ჯოგი, ხროვა და არა დემოკრატიული პარტია. დემოკრატიულ სტრუქტურებში უმცირესობაში აღმოჩენა განადგურებას არ ნიშნავს, ძალაუფლების ნაწილი დამარცხებულსაც უნდა ეკუთვნოდეს.
სამწუხაროდ, ეს პრინციპი მხოლოდ ენმ-ზე არ ვრცელდება.

P.S. ისე, მე სულ ცალ ფეხზე მკიდია ენმ… თავში ქვა უხლიათ, მუცელში სამართებელი. უბრალოდ, ვწერ”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

სხვა ამბების წაკითხვა