ბოლო ამბები
18/03/2025

იურიდიული პირების ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლამდე გახანგრძლივდა

გაზიარება

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონის პროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა, უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.

კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულები.

სხვა ამბების წაკითხვა