“პირველ რიგში, აქ ვარ ქართველი ხალხის ნების ასასახად. ვისაც სურს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება.”- განაცხადა ნიკა მელიამ 12 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ მიღებაზე სახელწოდებით” ჩემი ხმა ევროპას”
“დღევანდელ დღეს, დღევანდელ საქართველოში ეს ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუციაა, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და მე მჯერა, რომ გამოვხატავ ათობით ათას საქართველოს მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უნდა ევროპა და არა ქვეყნის მიღმა.
მაგრამ მთავარი იწყება რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული ხელისუფლება იყოს ქვეყანაში. კანდიდატის სტატუსი ვერ იქნება პანაცეა დიდ ევროპულ ოჯახში მოსახვედრად.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს