ბოლო ამბები
14/12/2024

ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება – ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

გაზიარება

დიდი სიამაყითა და სიხარულით, გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას. საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება. ჩვენ ვიბრძოლეთ. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოვიპოვეთ. ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ გავიმარჯვეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა