ბოლო ამბები
15/10/2024

კანდიდატის სტატუსის მიცემის შემდეგ, მოლოდინი მაქვს, რომ კონკრეტულად ჩვენზე, “ქართული ოცნებისგან” შეტევა მოხდება – ზურაბ მახარაძე

გაზიარება

კანდიდატის სტატუსის მიცემის შემდეგ, მოლოდინი მაქვს, რომ კონკრეტულად ჩვენზე შეტევა მოხდება “ქართული ოცნებისგან”– განაცხადა “ალტ-ინფო”-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ.

მისი თქმით, ვინაიდან ევროკავშირმა “ქართულ ოცნებას” კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მმართველ გუნდს მოუწევს იმ დათქმების შესრულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც, “კონსერვატიული მოძრაობის” ერთგვარი განეიტრალება იქნება.

“დიდი ალბათობით, ეს იქნება ფინანსების თემა, შემდეგი ეტაპი ალბათ ჩივილი და ასე შემდეგ.

“ქართული ოცნების” ფსიქო-ტიპს მე როგორც ვიცნობ, ამათ ახლა ჩათვალეს, რომ მაიდანი არ ხდება, ევროპის სტატუსი ქუდში გვაქვს, “ნაცები” დაიშალნენ, მორჩა, ჩვენია ბურთი და მოედანი. კალაძემ რომ თქვა, 2024 და 2028 წელსაც ჩვენ მოვიგებთო, ეს განწყობა დაბეტონდება “ქართულ ოცნებაში”, რაც გამოიწვევს კონკრეტულ რაღაცეებს – ხვალიდან შეატყობთ, სოციალურ ქსელებში “ოცნების” ორბიტაზე აზრის ლიდერები რომ არიან, მათი მხრიდან ჩვენზე შემოტევა და “ოცნება” – ჩვენ ევროპაში შევიყვანეთ საქართველო” – ამ დროშით გავა არჩევნებზე”. ახლა, ცალსახად, “ოცნებისთვის” ჩვენ ვართ თავისტკივილი – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა