საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, პატრიარქი მათ დაჰპირდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ საკითხზე იმუშავებს, კერძოდ, პრეპარატის შემოტანასთან დაკავშირებით.

