ქუთაისის მერის პასუხი მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

431
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება გარკვეული წრეების ინტერესებს, რათა მოხდეს მისი, როგორც ქალაქის მერის ავტორიტეტის შელახვა.

“ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს ერთი წლის წინ შევხვდი. ქალბატონი მარინა მაჭავარიანი დაინტერესებულია, რომ ქუთაისში ანჯაფარიძის სახელობის მუზეუმი არსებობდეს. შესაბამისად, მან გვთხოვა, გამოგვესყიდა ის სახლი, რომელიც ადრე ანჯაფარიძეების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა.

იმის გამო, რომ ქალაქის ბიუჯეტს დღესდღეობით სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით მრავალი გამოწვევა აქვს ,შესაბამისად, ამ ეტაპზე მყისიერად ვერ მოხდება ყველა სასიკეთო სურვილის განხორციელება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გარკვეული წრეები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემი, როგორც ქალაქის მერის, ავტორიტეტის შელახვას.”– აცხადებს გიორგი ჭიღვარია.

შეგახსენებთ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქუთაისის მერმა მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძესთან შეხვედრა მოისურვა, თუმცა მან არ იცოდა, რომ ის 21 წლის წინ გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აღშფოთება და ქილიკი მოჰყვა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE