ბოლო ამბები
13/09/2024

“ევროპის სოციალისტურმა პარტიამ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა შეწყვიტა

გაზიარება

პარტია „ქართული ოცნება“ აღარ არის ევროპის სოციალისტური პარტიის წევრი. გადაწყვეტილება თავმჯდომარეებმა ერთსულოვნად მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაცია “ევროპელი სოციალისტებისა და დემოკრატების” ( PES)-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

“როგორც ადრე გამოცხადდა, PES-ის პრეზიდენტმა განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც წევრებმა გაიმეორეს წინა შეხვედრებზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებულ პოლიტიკურ პოზიციებთან და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, PES-ის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ “ქართული ოცნების” საქმიანობამ და პოზიციებმა  პოზიციონირება მოახდინა PES-ის ღირებულებებს მიღმა.

ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, PES-ის ხელმძღვანელობამ შესთავაზა პრეზიდენტს, რომ PES-მა შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს.”– ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რაც ეხება PES-ს, ეს არის პარტია 32 სრულუფლებიანი წევრით, 14 ასოცირებული და 14 დამკვირვებელი პარტიით, რომელიც არის წარმოდგენილი ევროპარლამენტში, ევროპის საბჭოში და მინისტრთა საბჭოში, ასევე რეგიონების კომიტეტსა და ევროპის საბჭოში.

“ევროკომისიას ასევე ჰყავს რამდენიმე კომისარი, რომლებიც არიან PES პარტიების წევრები. PES მოძრაობის დაწყებიდან მათი ფუნდამენტური ღირებულებები იყო დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, მშვიდობა და სამართლიანობა.

 ეს ფასეულობები ერთმანეთს ეკუთვნის და ერთად, ისინი ქმნიან მორალურ კომპასს პროგრესული საზოგადოებების ასაშენებლად. ისინი მოწოდებულნი არიან იბრძოლონ სოციალური სამართლიანობის, ზრდისა და სამუშაო ადგილების, მომხმარებელთა უფლებების, ფინანსური სექტორის მკაფიო წესების, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში.”- ნათქვამია PES-ის შესახებ ინფორმაციაში, რომელიც მათ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

“ქართული ოცნება” ამ პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოადგენილი და მათთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში შეწყვიტა.

იხილეთ ვრცლად: 

“ქართული ოცნება” ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობას წყვეტს

სხვა ამბების წაკითხვა