„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა აღმოაჩინეს მავნე კამპანია, რომელიც იყენებს ChatGPT ჩეთბოტის მზარდ პოპულარობას. თაღლითები ქმნიან ჯგუფებს სოციალურ ქსელებში, რომლებიც დამაჯერებლად ბაძავენ ბოტის შემქმნელ კომპანია OpenAI-ის ოფიციალურ აკაუნტს თუ არა, მინიმუმ მისი ენთუზიასტების საზოგადოებას. ამ აკაუნტებზე ხდება ოფიციალური გარეგნობის პოსტების განთავსება – მაგალითად, ChatGPT-მა მოიპოვა თავისი პირველი მილიონი მომხმარებელი უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერმა პოპულარულმა სერვისმა. ასეთი პოსტის ბოლოს არის ბმული იმ საიტისკენ, სადაც, სავარაუდოდ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არარსებული დესკტოპის კლიენტი ChatGPT-ისთვის.
ამ ჯგუფებში ქვეყნდება წინასწარ შექმნილი ანგარიშების ყალბი მონაცემები, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ChatGPT-თან სამუშაოდ: OpenAI-მ გააკეთა ფასიანი აკაუნტები პრიორიტეტული წვდომით და ტექსტის უფრო სწრაფი შექმნით თვეში 20 დოლარად. პოტენციურ მომხმარებლებს მოტივაციის დასამატებლად თავდამსხმელები მიუთითებენ, რომ თითოეული ასეთი ანგარიშის ბალანსზე უკვე დევს $50, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს სერვისთან მუშაობის პროცესში.
„ისეთი წარმოდგენა გექმნებათ, თითქოს მოგეცათ შანსი, რომ ანგარიშის შექმნის სირთულეების გარეშე (ამჟამად ChatGPT-ს ვერ დაარეგისტრირებთ რუსეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ირანში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში), პოპულარული ჩეთბოტს გამოიყენებთ და პრემიუმ-შესაძლებლობებსაც მიიღებთ უფასოდ.
თქვენ მხოლოდ უნდა ჩამოტვირთოთ დესკტოპის კლიენტი ChatGPT-თან მუშაობისთვის“, – აღნიშნავენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები და განმარტავენ, რომ როდესაც დააწკაპუნებთ ბმულზე ძალიან დამაჯერებელი მისამართით, იხსნება კარგად შექმნილი საიტი, რომელიც გთავაზობთ „ჩამოტვირთეთ ChatGPT-ი Windows-ისთვის“.
ეს არ არის ოფიციალური საიტი, მაგრამ საკმაოდ ჰგავს ორიგინალს. ჩამოტვირთვის ღილაკზე დაწკაპუნებისას, რეალურად ჩამოიტვირთება არქივი გარკვეული შესრულებადი ფაილით. თუ ამ არქივს ამოალაგებთ და გაუშვებთ შესრულებად ფაილს, მაშინ როცა ცდილობთ დააინსტალიროთ (დამოკიდებულია Windows-ის ვერსიაზე), იხილავთ შეტყობინებას, რომ ინსტალაცია ვერ მოხერხდა, ან საერთოდ ვერ დაინახავთ შეტყობინებებს – და ეს პროცესი, როგორც ჩანს, მთავრდება, მაგრამ მანამდე უჩინმაჩინი Trojan-stealer Trojan-PSW.Win64.Fobo დაინსტალირდება მომხმარებლის კომპიუტერზე, რომელიც იპარავს ინფორმაციას შენახული ანგარიშების შესახებ ისეთი ბრაუზერებიდან, როგორებიც არიან: Chrome, Edge, Firefox, Brave, CôcCôc (ვიეტნამში პოპულარული ბრაუზერი) და სხვა.
ტროას შემქმნელებს აინტერესებთ ქუქი-ფაილები(cookies) და Facebook-ის, TikTok-ის და Google-ის აკაუნტები, განსაკუთრებით — ბიზნეს ანგარიშები. ვირუსი იპარავს ლოგინებს, პაროლებს და როდესაც ის აღმოაჩენს ბიზნეს ანგარიშს ერთ-ერთ ამ სერვისში, ცდილობს გაარკვიოს დამატებითი ინფორმაცია — მაგალითად, რა თანხა დაიხარჯა ამ ანგარიშიდან რეკლამაში და რა არის მისი მიმდინარე ბალანსი.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ თანახმად, ამ კამპანიის უკან მდგარი თავდამსხმელები უმიზნებენ საერთაშორისო ბაზარს – ChatGPT-ის “დესკტოპ კლიენტები” უკვე აღმოაჩენილნი იქნენ აზიაში, აფრიკაში, ევროპასა და ამერიკაში.
დაწვრილებით იმაზე, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ უსაფრთხოდ ChatGPT-ით, მოგითხრობთ აქ.